Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს უკრაინის სამშვიდობო გეგმას


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს უკრაინის სამშვიდობო გეგმას ნაბიჯებით, რომელთა შედეგადაც შეჩერდება რუსეთიდან უკრაინაში მებრძოლების შესვლა, იარაღის და აღჭურვილობის შეტანა. 23 ივნისს ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისეტრიალზე მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვმა თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს, რათა რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა შეწყვიტონ ძალადობა და დაყარონ იარაღი. განცხადების ავტორები რუსეთისაგან ასევე მოითხოვენ უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმოყრაზე უარს და დახმარებას, რათა სეპარატისტებმა დაუოყვნებლივ გაათავისუფლონ აღმოსავლეთ უკრაინაში აყვანილი მძევლები, მათ შორის ეუთოს მეთვალყურეები. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალი სანქციებით ემუქრებიან რუსეთს, თუ ის არ დაუჭერს მხარს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სამშვიდობო გეგმას. მინისტრები პოროშენკოს აქებენ მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ მიმართული ქმედებებისათვის.
XS
SM
MD
LG