Accessibility links

logo-print

აშშ მხარდაჭერას ჰპირდება ერაყის უშიშროების ძალებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, აშშ „ინტენსიურ და თანმიმდევრულ“ მხარდაჭერას გაუწევს ერაყის უშიშროების ძალებს, რათა მათ უფრო წარმატებულად შეძლონ ისლამისტ მეამბოხეებთან დაპირისპირება. კერიმ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ბაღდადში, სადაც 23 ივნისს შეხვდა ერაყელი შიიტების, სუნიტებისა და ქურთების წარმომადგენლებს. კერის განცხადებით, ერაყის შიიტმა პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ დაადასტურა მზადყოფნა, 1 ივლისამდე შექმნას ახალი მთავრობა. კერის აზრით, ერყის ლიდერებს მართებთ გაერთიანება ჯგუფ „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებთან საბრძოლველად მას შემდეგ, რაც ამ მეამბოხეებმა დაიპყრეს ტერიტორიის დიდი ნაწილი დასავლეთ და ჩრდილოეთ ერაყში.
XS
SM
MD
LG