Accessibility links

logo-print

უკრაინაში სეპარატისტები დათანხმდნენ ზავის 27 ივნისამდე დაცვას


უკრაინის აღმოსავლეთში, სეპარატისტთა ლიდერები აცხადებენ, რომ დათანხმდნენ დროებითი ზავის დაცვას 27 ივნისამდე. ეს განცხადება გააკეთა თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თვითდეკლარირებულმა პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ბოროდაიმ, მას შემდეგ, რაც სამშვიდობო მოლაპარაკება გამართა მოსკოვის, კიევისა და ეუთოს წარმომადგენლებთან. ბოროდაის თქმით, ზავის 27 ივნისამდე შენარჩუნებას თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტებიც დათანხმდნენ. ამასთან, მისი თქმით, სეპარატისტთა წარმომადგენლები კვლავ გამართავენ მოლაპარაკებებს იმ კრიზისის განმუხტვის მიზნით, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან უკრაინის შეიარაღებული ძალები და პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტი მებრძოლები. მანამდე სეპარატისტებმა უარყვეს ცალმხრივი ერთკვირიანი ზავი, რომელიც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა. 23 ივნისს უფრო ადრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გამკაცრდება იმ შემთხვევაში, თუ ის მხარს არ დაუჭერს პოროშენკოს სამშვიდობო გეგმას.
XS
SM
MD
LG