Accessibility links

ჯონ კერი ერაყელი ქურთების ლიდერს ხვდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ჩავიდა ერაყის ქურთულ რეგიონში, ირბილში. კერი ცდილობს დიპლომატიური გზებით დააშოშმინოს ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო და პოლიტიკური კრიზისი. სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი დიპლომატის სიტყვებს - რომ კერი შეხვდება რეგიონის პრეზიდენტს, მასუდ ბარზანის და ქურთთა ლიდერებს მოუწოდებს „ძალიან აქტიური როლი“ შეასრულონ რეფორმების გატარებაში ხელისუფლებაში, რომელშიც დომინანტურ ძალას შიიტები წარმოადგენენ, რათა შემცირდეს სუნიტ ჯგუფებს შორის მზარდი უკმაყოფილება. 23 ივნისს კერიმ ბაღდადში გამართა მოლაპარაკება პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკისთან, იმ ფონზე, როცა სუნიტთა ლიდერობით მოქმედი მეამბოხეები განაგრძობდნენ დედაქალაქისკენ შეიარაღებულ სვლას. ბაღდადში ყოფნისას კერიმ განაცხადა, ერაყის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა „ინტენსიური [და] უწყვეტი“ იქნებაო და გამოვიდა ერაყში პოლიტიკური ერთიანობის მიღწევის მოწოდებით. კერის თქმით, მას მალიკიმ დაუდასტურა, რომ 1 ივლისისთვის ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება.

XS
SM
MD
LG