Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს


კიევში დაგეგმილია შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, შტაინმაიერი განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას. პრეზიდენტთან შეხვედრის წინ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირა „გადამწყვეტი“ იქნება უკრაინისთვის. უკრაინის მთავრობის ძალები პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს წუხელ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ, რამდენიმე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის. ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე მეამბოხეები დათანხმდნენ დროებითი ზავის დაცვას 27 ივნისამდე. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვს კვლავ მოუწევს საფასურის გადახდა, თუ უკრაინაში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით არ გადადგამს ნაბიჯებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ობამა ამ განცხადებით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან 23 ივნისს გამართულ სატელეფონო საუბარში.

XS
SM
MD
LG