Accessibility links

logo-print

ავღანეთის საარჩევნო კომისიის მაღალჩინოსნის გადადგომა დადებითად შეფასდა


ავღანეთში ბევრმა ძალამ დადებითად შეაფასა დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზია-ულ-ჰაყ ამირხაილის გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე და მას უწოდა საარჩევნო პროცესის მთლიანობის შენარჩუნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, ამირხაილის გადაწყვეტილება იყო „მართებული და პასუხისმგებლობით სავსე ნაბიჯი“. ამირხაილი 23 ივნისს გადადგა, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტობის ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი, აბდულა აბდულა, მას 14 ივნისს გამართული მეორე ტურის შედეგების მისი ოპონენტის, აშრაფ ღანის სასარგებლოდ გაყალბებაში სდებდა ბრალს. ბრალდებას ამირხაილიც და ღანიც უარყოფენ. ქაბულში გაეროს ოფისმა ამირხაილი „პიროვნულ ინტერესებზე უფრო წინ ეროვნული ინტერესების დაყენებისთვის“ შეაქო. ღანის შეფასებით, ამირხაილის გადადგომა გზას უხსნის საარჩევნო პროცესის შეუფერხებელ გაგრძელებას. აბდულამ კი 23 ივნისს, ქაბულში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიძლება შეწყვიტოს ხმების დათვლის პროცესისადმი გამოცხადებული ბოიკოტი და დასძინა, „კარები ღიაა საიმისოდ, რომ მოლაპარაკება გავმართოთო“.

XS
SM
MD
LG