Accessibility links

logo-print

უფლებადამცველი ორგანიზაცია ევროპას მოუწოდებს ბაქოზე ზეწოლა მოახდინოს


ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ ევროსაბჭოს და მის საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდებს აზერბაიჯანის პრეზიდენტზე, ილჰამ ალიევზე ზეწოლა მოახდინონ, რათა ქვეყანაში შეწყდეს რეპრესიები მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ. 23 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჰიუ უილიამსონი „მწარე ირონიას“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ ამჟამად აზერბაიჯანი უწევს თავმჯდომარეობას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს, „რომლის სტანდარტებსაც ის ასე ღიად არღვევს“. კომიტეტი ევროსაბჭოში გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს. ბაქო 14 მაისს გახდა კომიტეტის მორიგე თავმჯდომარე, ექვსი თვის ვადით.

XS
SM
MD
LG