Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები


ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე 3 დღით ადრე ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. ისინი ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებს განიხილავენ ევროპის შიდა საქმეების გენერალურ დირექტორატში. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის ოფისში თამარ ბერუჩაშვილს ოფიციალურად გადასცემენ ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმას. "ჩვენ სულ მალე გვექნება ასოცირების შეთანხმება, რომელიც ახალი თაობის უმნიშვნელოვანესი და ამბიციური სამართლებრივი ჩარჩოა საქართველო-ევროკავშირის დაახლოებისა და ყველა მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებისთვის“ - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ბერუჩაშვილმა. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას 27 ივნისს ბრიუსელში მოაწერს ხელს.

XS
SM
MD
LG