Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სურკოვი: მოსკოვმა და ცხინვალმა ურთიერთქმედებას და დაახლოებას უნდა გაუსვან ხაზი


საქართველო ხელს აწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ხაზს გაუსვამს მათ ურთიერთქმედებას და დაახლოებას - ამის შესახებ, როგორც სააგენტო რესი იუწყება, ცხინვალში განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა. ის ოკუპირებულ რეგიონში 23 ივნისს ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტთან ლეონიდ თიბილოვთან ერთად შეხვდა ადგილობრივი პარლამენტის ახალ შემადგენლობას. სურკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა და სამხრეთმა ოსეთმა ოპერატიულად უნდა შეიმუშაონ ახალი გეგმა, რომლის თანახმად, თავდაცვის, უსაფრთხოების და სოციალურ სფეროებში ურთიერთქმედება უფრო აქტიური გახდება. ვლადისლავ სურკოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ცხოვრების დონე ერთობლივი ძალისხმევით უნდა ამაღლდეს. სააგენტო რესის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სწორი და გამბედავი ნაბიჯი უწოდა ცხინვალის მიერ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გასულ კვირაში დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო უკრაინის ლუგანსკის ოლქი.

XS
SM
MD
LG