Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა ალბანეთს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა


ევროკავშირმა ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ალბანეთს. ევროკავშირის გაფართოების კომისარმა, შტეფან ფიულემ ტვიტერით დაწერა - „გილოცავთ, კანდიდატის სტატუსი შეთანხმებულიაო“. ფიულემ ეს ნაბიჯი აღწერა გატარებული რეფორმების აღიარებად და წახალისებად კიდევ უფრო მეტის გაკეთებისკენ. ევროკავშირმა დეკემბერში სთხოვა ბალკანეთის ამ სახელმწიფოს ხელშესახები შედეგები წარმოედგინა კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში და კანონის უზენაესობის გამყარებაში. ევროკავშირში გაწევრიანებამდე ტირანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის და თავისი სამართლის სისტემის ევროპულ სტანდარტებამდე განვითარების თვალსაზრისით. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარტინ ლიდეგაარდმა განაცხადა, „ეს გზის დასასრული არ არის, მაგრამ, იმედია, კარგი დასაწყისიაო“. ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას სოციალისტური პარტია, რომელიც 2013 წელს მოვიდა ხელისულებაში, პირობას დებს, რომ იმუშავებს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით.

XS
SM
MD
LG