Accessibility links

გაერო: ექსტრემისტების შეტევას ერაყში 1,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


გაეროს შეფასებით, სულ მცირე 1,075 ადამიანი დაიღუპა ერაყში, 5 ივნისსა და 22 ივნისს შორის მონაკვეთში, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" სახელით ცნობილი ექსტრემისტული დაჯგუფების სამხედრო კამპანიის დროს. დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირია, რომლებიც აფეთქებამ იმსხვერპლა, ან სიკვდილით დასაჯეს. სუნიტთა ხელმძღვანელობით მოქმედმა გასამხედროებულმა ექსტრემისტებმა დაიკავეს ანბარის პროვინციის ნაწილი და ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე სხვა ადგილები. ასეთ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი 24 ივნისს ხვდება ერაყის ქურთთა ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტს, მასუდ ბარზანის, ერაყში ახალი, უფრო ინკლუზიური მთავრობის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით. „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" სახელით ცნობილი ჯგუფი და მისი მოკავშირე, სუნიტი გასამხედროებული ჯგუფები 24 ივნისს ბრძოლას განაგრძობენ, ხელში ახლახან ჩაგდებულ ტერიტორიაზე კონტროლის კონსოლიდაციის მიზნით. ბაღდადი უარყოფს ჯგუფის განცხადებას, რომ ის სრულად აკონტროლებს მოსულთან ახლოს, ბაჯიში მდებარე ქვეყნის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს.

XS
SM
MD
LG