Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძემ კანონდარღვევად შეაფასა ბიბილოვის განცხადება


საქართველოს ხელისუფლება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევად აფასებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის ბიბილოვის განცხადებას, რომ რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმი დაინიშნება. „ეს არის საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედება და შესაბამისად, მას არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია და არანაირი აღიარება არავის მხრიდან“, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. ამავე საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა უპასუხა, რომ ვაშინგტონი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ ერთეულებად არ აღიარებს. „ამიტომ არ გვესმის, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ რეფერენდუმს“, - აღნიშნა ნორლანდმა. მისივე თქმით, უმჯობესი იქნება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებმა ადამიანებმა ურთიერთობის გზები გამონახონ და ითანამშრომლონ შესამცირებლად იმ სიღარიბისა, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებობს.

XS
SM
MD
LG