Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რია-ნოვოსტი: ცხინვალში არ განხილულა რეფერენდუმის ჩატარების საკითხი


ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის სამუშაო ვიზიტისას არ განხილულა რუსეთთან შეერთების თაობაზე სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების საკითხი - ამის შესახებ სააგენტო რია-ნოვოსტი იუწყება სურკოვთან დაახლოებულ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, სურკოვი მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის იდეა დაუმუშავებელი და რუსეთთან შეუთანხმებელია. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა 23 ივნისს სააგენტო იტარ-ტასს განუცხადა, რომ რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმი დაინიშება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რომელიც მოსკოვის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხების კურატორია, ცხინვალში 23 ივნისს ჩავიდა.

XS
SM
MD
LG