Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ანა ტყებუჩავა

მსოფლიო აღელვებულია ყველა სულმოუთქმენლად ელის ბრაზილია 2014-ის შედეგებს. თბილისში ასაღელვებლად სხვა მიზეზიც გვაქვს არჩევნები 2014.

„ნარმანია თბილისში მილიონ ხეს რგავს, ეტყობა ზუგდიდში წასასვლელს ხერგავს“

“what does the fox say? ring ding ding ring ding”

ამ ფრაზებით აჭრელებულმა ჩემმა ბიულეტენამა, ყველა მეგობარში საერთო რეაქცია გამოიწვია, „საღოლ მაგარი ხარ“; „აუ გლიჯავ“; „ზარატრუშტას გვერდს გაუგზავნე“; მოკლედ პროტესტი არავის არ გასჩენია რომ მოქალაქეობრივი ვალი დავიკიდე და არჩევნებსაც არასერიოზულად მოვეკიდე. ჩვენი და ჩვენი ქალაქის ბედი რომ არჩევნებზე წყდება არც ეგ აზრი გამოუთქვამს ვინმეს, ისიც დავიწყებით მერი რომ ხალხის მსახური უნდა იყოს და ჩვენი მოთხოვნები შეასრულოს. ამიტომაც იყო არჩევნებზე აქტივობა მაქსიმუმ 40%, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად დაინიშნა მეორე ტური. ვიღაც მეტყვის დემოკრატიის დონე მატულობს და იმიტომო მე კი ვუპასუხებ, დემოკრატიის კი არა ხალხის ნიჰილიზმის დონე მატულობს მეთქი. კვირას ჩემი facebook-ის news feed-ი ააჭრელა ბიულეტენების სურათებმა, ზოგმა ზედ მათემატიკური დავალება ამოხსნა, ზოგმა თავისი ფერწერული ნიჭი გამოავლინა, ზოგმაც წლის მეცნიერულ-ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური დასკვნა დადო. საბოლოო ჯამში კი მერობის საერთო კანდიდატზე ის 5 კაციც ვერ შეთანხმდა, რომელმაც ნომერი შემოხაზა და ამით პირნათლად მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი. განმეორებითი არჩევნების ბოლო ვადა 3 აგვისტოა, ისეთ დროს იქნება, როცა ის 5 კაციც ქალაქიდან გავა. ცუდ დღეში კი ვართ, ეჭვი მაქვს მერობის კანდიდატებს ისღა დარჩებათ ხელის გადაწევაში შეეჯიბრონ ერთმანეთს, ასე მგონია ამ შემთხვევაში მაინც „ცხოველური ჟინი“ გაიმარჯვებს, ის ჟინი მაღლივში რომ მეტროს გვპირდება, მაგრამ რათ გინდა პარლამეტში სტუდენტებისთვის ასე აუცილებელი საქმისთვის არამგონია ბიუჯეტი მოიძებნოს სამაგიეროდ იგივე პარლამენტი ადვილად გამონახავს სახსრებს მილიონი ხის ნერგისთვის. „პური და სანახაობა“ ეს გამოთქმა ალბათ ყველას გსმენიათ, ჩვენს მთავრობაშიც გაუგიათ, აბა რა გგონიათ! უბრალოდ ესაა ჩვენს დროში პური გაძვირებულია და სამაგიეროდ სანახაობის რეპეტე ლამის ყელში ამოგვიყვანეს, ჩვენც ამ ცირკს ირონიულად ვუყურებთ და გვეცინება, მერე რა რომ ეს სიმწრის სიცილია ეს არავის აღელვებს იქამდე სანამ მივდივართ და ვაძლევთ, ხმას ვაძლევთ. ხოდა ჩვენც მივცეთ მეგობრებო ამჯერად ორ კანდიდატს შორის მოგვიწევს არჩევანის გაკეთება. ერთი, რომელიც „ცხოველური ჟინით“ შეუდგება ქვეყნის აღმშენებლობას და მეორე, რომელიც მართალია ქალაქის განვითრებას არა მაგრამ სამხრეთ კავკასიაში ეკოლოგიური დონის ამაღლებას კი გვპირდება. არჩევანი თქვენზეა, მე ხელები დამიბანია! ხელები, ფეხებიც და საერთოდ ვეჭვობ შავ ზღვაში ბანაობის დროს შევიტყობ იმ ადამიანის სახელსა და გვარს, რომელსაც ოთხი წელი ინტენსიურად უნდა ვუყურო ტელეეკრანებზე. არმგონია რამემ გამაოცოს! საქართველოა მაინც, ალბათ სიძულვილი გაიმარჯვებს!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG