Accessibility links

logo-print

სეპარატისტების მიერ სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდებას პოროშენკოს გაფრთხილება მოჰყვა


უკრაინის პრეზილდენტი, პეტრო პოროშენკო, მას მერე რაც სეპარატისტებმა უკრაინის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, გაფრთხილება გამოთქვა, რომ შეიძლება დაასრულოს თავის მიერ გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის პირობა. უკრაინის უშიშროების ძალების პრესმდივანი, ვლადისლავ სელეზნიოვი აცხადებს, რომ რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა ჩამოაგდეს უკრაინის არმიის ვერტმფრენი აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ სლავიანსკთან. სელეზნიოვი სოციალ ქსელ ფეისბუკში წერს, რომ დაიღუპა მი-8 ტიპის ვერტმფრენში მყოფი ცხრავე ადამიანი. თავდასხმა მოეწყო ერთ დღეში მას შემდეგ, რაც სეპარატისტების ლიდერებმა გამოაცხადეს 27 ივნისამდე ზავის დაცვის შესახებ. ზავი 20 ივნისს, ცალხმრივი წესით გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ქვეყანაში კრიზისის მოსაგვარებლად.

XS
SM
MD
LG