Accessibility links

logo-print

„გაზმპრომმა“ და OMV-მ გააფორმეს კონტრაქტი ავსტრიაში „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობაზე


ავსტრიის ენერგოკომპანია OMV-მ და რუსეთის „გაზპრომმა“ გააფორმეს კონტრაქტი „სამხრეთის ნაკადად“ წოდებული გაზსადენის ავსტრიული მონაკვეთის გაყვანის შესახებ. რუსეთი აპირებს „სამხრეთის ნაკადით“ ევროპაში გაზის ექსპორტს უკრაინისათვის გვერდის ავლით. კონტრაქტზე ხელმოწერა წინ უსწრებდა ვენაში ავსტრიის და რუსეთის პრეზიდენტების, ჰაინც ფიშერისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას. ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ნუ დაყვებიან მოსკოვის ზეწოლას „სამხრეთის ნაკადში“ მონაწილეობის მისაღებად, რადგან „გაზპრომის“ მოქმედება არღვევს ევროკავშირის ანტიმონოპოლისტურ რეგულაციებს. თავის მხრივ, ავსტრიის კომპანია OMV აცხადებს, რომ პროექტი გაამყარებს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. გეგმით, გაზსადენი „სამხრეთის ნაკადი“ რუსეთიდან შავი ზღვის ფსკერზე გავლით უნდა ჩავიდეს ბულგარეთში და ავსტრიამდე გაიაროს რამდენიმე სხვა ქვეყნის ტერიტორია, მაგრამ ბულგარეთმა ბოლოხანს შეწყვიტა მის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთზე მუშაობა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა 24 ივნისს განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ბულგარეთზე გამავალი მონაკვეთის პრობლემის მოსაგვარებლად.

XS
SM
MD
LG