Accessibility links

logo-print

ილჰამ ალიევის გამოსვლას სტრასბურგში პროტესტი მოჰყვა


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გამოსვლას პროტესტით შეხვდნენ. აზერბაიჯანელი აქტივისტები, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ, მივიდნენ სესიაზე მაისურებით, რომლებზეც აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრები იყვნენ გამოსახული, პირი კი შავი ბაფთით ჰქონდათ აკრული. ამის თაობაზე ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახური იტყობინება. ანალოგიური აქცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შენობასთან გამართა ორგანიზაციამ რეპორტიორები უსაზღვრებოდ. ალიევმა სტრასბურგში განაცხადა, რომ რეფორმები აზერბაიჯანში ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკულად მიმართონ პოლიტიკურ საქმიანობას და ევროპის საბჭოს მოხელეებს მოუწოდა, თავი აარიდონ ორმაგ სტანდარტებს. 23 ივნისს ჰიუმენ რაიტს უოჩმა მიმართა ევროპის საბჭოს და საპარლამენტო ასამბლეას დაარწმუნონ ალიევი, რომ დაასრულოს მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილების და ჟურნალისტების დევნა.

XS
SM
MD
LG