Accessibility links

რასმუსენი: ნატო უნდა გაუმკლავდეს რუსეთის მხრიდან ახლებურ ბრძოლას


ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გახსნა განცხადებით რუსეთის მხრიდან უკრაინაში გამოყენებულ, „ბუნდოვან“ ბრძოლის მეთოდებზე. ამასთან, რასმუსენის თქმით, ნატოს კარი „ღია რჩება“ გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის. როგორც ვარაუდობენ, ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ერაყში შექმნილ კრიზისს. თავის გამოსვლაში რასმუსენმა თქვა, ნატო მომსწრეა მოსკოვის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ „ახალი, სხვა ტიპის ომის“ წარმოების და „ვერანაირ ნიშანს“ ვერ ხედავს იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი თავისი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულიაო.

XS
SM
MD
LG