Accessibility links

logo-print

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ გააუქმა უკრაინაში ინტერვენციაზე ნებართვა


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ გააუქმა რუსეთის ჯარისთვის უკრაინაში ინტერვენციაზე გაცემული ნებართვა. ფედერაციის საბჭოში 25 ივნისს გამართულ კენჭისყრაზე ნებართვის გაუქმებას მხარი დაუჭირა 153-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ერთი. მანდატი მარტში გაიცა და რუსეთს უფლებას აძლევდა საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია მოეხდინა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 24 ივნისს გამოაცხადა, რომ დეპუტატებს მიმართა ნებართვის გაუქმების თხოვნით. უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო 24 ივნისს მიესალმა პუტინის განცხადებას და მას უწოდა რუსეთის მიერ გადადგმული „პირველი პრაქტიკული ნაბიჯი“ კრიზისის განმუხტვის მიზნით. მოგვიანებით პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა გააუქმოს მის მიერვე გამოცხადებული ზავი, რადგან პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს უკრაინის სამხედრო ვერტმფრენი და ცხრა ჯარისკაცი იმსხვერპლეს.

XS
SM
MD
LG