Accessibility links

logo-print

სტასბურგის სასამართლო 3 ივლისს გამოაცხადებს განაჩენს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ცნობით, ის 3 ივლისს გამოაცხადებს განაჩენს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე, რომელიც უკავშირდება რუსეთიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაციას დაახლოებით შვიდი წლის წინ. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი წარადგინა 2007 წლის მარტში, რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებული ასობით ეთნიკური ქართველის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო. ქართველების დეპორტაციას წინ უძღოდა საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა თბილისის მიერ რუსეთის ჯაშუშების დაკავების გამო.

XS
SM
MD
LG