Accessibility links

logo-print

ფეშავარში მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამგზავრო თვითმფრინავს


პაკისტანის ქალაქ ფეშავარში მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც ადგილობრივ აეროპორტში ეშვებოდა. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი. პაკისტანის პოლიცია იტყობინება, რომ მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს, რომელიც საუდის არაბეთიდან მოფრინავდა. მასში 178 მგზავრი იმყოფებოდა. სროლის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი - მათ შორის ორი ბორტგამცილებელი და ერთი მგზავრი ქალი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG