Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი მიმდინარეობს


ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალი ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სიტყვით გაიხსნა. ეს არის უელსში დაგეგმილ სამიტამდე ბოლო მინისტერიალი, რომელზეც საუბარი იმ სავარაუდო პაკეტების შესახებ იქნება, რაც სექტემბრის ბოლოს საქართველოსთვის შეიძლება იყოს შეთავაზებული. "ეს არის ბოლო მინისტერიალი სექტემბრის სამიტამდე და შესაბამისად, ჩემი ბოლო მონაწილეობა ამ მინისტერიალში. ჩემი გზავნილი იქნება ნატოს გენერალური მდივნის მიმართ ის, რომ საქართველოს მიერ მიღებული პროგრესი უნდა იყოს ასახული არა მხოლოდ დეკლარირებულად, არამედ კონკრეტულ გადაწყვეტილებებში", - განუცხადა ჟურნალისტებს ბრიუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. დღის მეორე ნახევარში ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება ISAF-ის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც, რომელსაც მაია ფანჯიკიძეც დაესწრება.

XS
SM
MD
LG