Accessibility links

დავით უსუფაშვილი: "ქართულმა ოცნებამ" ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება


კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე მოიპოვა სრულიად დამაჯერებელი გამარჯვება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ტელეიმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. "ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა არჩევნებზე, რომელიც არის უპრეცედენტო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული რესურსი იყო სრულიად გამოთიშული ერთი პარტიის მხარდასაჭერად, მედია იყო თავისუფალი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

XS
SM
MD
LG