Accessibility links

logo-print

ნატო: უელსის სამიტზე არ დამტკიცდება საქართველოსთვის „მეპის“ მინიჭება


ნატოს ოფიციალური პირების განცხადებით, სექტემბერში ბრიტანეთში დანიშნულ სამიტზე ალიანსი არ დაამტკიცებს საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას და ერთი წლით გადადებს გადაწყვეტილებას ჩერნოგორიას მიღების თაობაზე - ამის შესახებ ცნობას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. თუმცა, ნატოს წევრი ქვეყნები ფაქტობრივად შეთანხმდნენ საქართველოსთან თანამშრომლობის „არსებითი“ პაკეტის შემუშავებაზე, რომელიც ქვეყანას უფრო მეტად დააახლოებს ალიანსთან. საგანგებო არსებითი პაკეტის შემუშავების გეგმის შესახებ ბრიუსელში ჟურნალისტებს აცნობა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს შეხვდა.

XS
SM
MD
LG