Accessibility links

logo-print

„უკანონო რეპრესიების მსხვერპლთა მოსკოვის ასოციაციამ“ დაარსებიდან 25 წელი აღნიშნა


მოსკოვში სამგლოვიარო მიტინგით აღნიშნა შექმნიდან 25-ე წლის იუბილე „უკანონო რეპრესიების მსხვერპლთა მოსკოვის ასოციაციამ“, ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რომელიც სტალინის ტერორით დაზარალებულ ადამიანებს აერთიანებს. მიტინგის მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს „სოლოვკის ქვასთან“ - საბჭოთა კავშირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან, რომელიც კაგებეს ყოფილი შენობის წინ არის განთავსებული. „უკანონო რეპრესიების მსხვერპლთა მოსკოვის ასოციაცია“ შეიქმნა 1989 წლის 25 ივნისს. ორგანიზაციას სახელი დაერქვა კომუნისტური პარტიის საქალაქო კომიტეტის რჩევით. მაშინდელი ოფიციალური შეხედულებით ითვლებოდა, რომ საბჭოთა კავშირში არ იყო პოლიტიკური რეპრესიები, რადგან არ არსებობდნენ პოლიტპატიმრები. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებრივი დაცვა და რეაბილიტირებული პირების ოჯახებისთვის დახმარების გაწევა.

XS
SM
MD
LG