Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: რუსეთმა უნდა მიიღოს „კონკრეტული“ ზომები უკრაინაში კრიზისისთვის ბოლოს მოსაღებად


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, რუსეთმა მეტი უნდა გააკეთოს უკრაინაში კრიზისისთვის ბოლოს მოსაღებად. როგორც კერი ბრიუსელში განაცხადა, ის მიესალმება რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა ჯარისთვის უკრაინაში შეჭრის მანდატი. მაგრამ გადაწყვეტილება, ჯონ კერის სიტყვებით, შეიძლება 10 წუთში შეიცვალოს და "ეს ყველასთვის ნათელია". კერი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა მიმართოს „კონკრეტულ ნაბიჯებს“ უკრაინაში კრიზისის მოსაგვარებლად. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის აზრით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთის მომხრე სეპარატისტებს, დაყარონ იარაღი, შეწყვიტოს მათთვის დახმარების გაწევა და ხელი შეუწყოს მძევლების გათავისუფლებას. კერი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მიმართავენ, თუ პუტინი "მომდევნო დღეებში ან კვირებში" არ მიმართავს კონკრეტულ ზომებს უკრაინის საკითხში.

XS
SM
MD
LG