Accessibility links

თალიბანმა წამოიწყო თავდასხმითი ოპერაცია ჰელმანდის პროვინციაში


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, 800-ზე მეტმა თალიბმა მებრძოლმა წამოიწყო თავდასხმითი ოპერაცია ჰელმანდის პროვინციაში, რათა დაიპყროს ტერიტორია, რომელზე კონტროლიც ავღანეთის ჯარებმა ჩაიბარეს ამერიკელი სამხედროებისაგან. პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის ომარ ზვაკის ცნობით, ბრძოლებმა ხუთ დღეში შეიწირა სულ ცოტა 100 ექსტრემისტი, 21 ავღანელი ჯარისკაცი და 40 სამოქალაქო პირი. ბრძოლების გამო 2000-მდე ოჯახი გაიქცა ჰელმანდის რამდენიმე რაიონიდან. ჰელმანდის პროვინციის ზოგ ნაწილში ჯერ კიდევ რჩება 8000-მდე უცხოელი ჯარისკაცი. მათ შორის არიან ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები.

XS
SM
MD
LG