Accessibility links

logo-print

კერი: მოსკოვმა მომდევნო საათებში უნდა დაამტკიცოს, რომ ხელს უწყობს ზავს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, მოსკოვმა მომდევნო საათებში უნდა დაამტკიცოს, რომ ხელს უწყობს აღმოსავლეთ უკრაინაში ზავს კიევსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის. პარიზში ფრანგ კოლეგასთან, ლორან ფაბიუსთან შეხვედრის შემდეგ, კერიმ თქვა, რომ რუსეთისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მომდევნო საათებში აჩვენოს, რომ მიმართავს ზომებს სეპარატისტების განიარაღების მისაღწევად და მათ წასახალისებლად, ჩაერთონ „ლეგიტიმურ პროცესში“. კერის ამ განცხადებების ფონია უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მზადება პარლამენტისათვის კონსტიტუციური ცვლილებების წარსადგენად. ეს ცვლილებები ითვალისწინებს უკრაინის რეგიონების უფლებამოსილების გაფართოებას. გუშინ პოროშენკო უკრაინის კრიზისზე ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს.

XS
SM
MD
LG