Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი ადასტურებს, რომ სირიამ საჰაერო დარტყმები განახორციელა მის ტერიტორიაზე


ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი აცხადებს, რომ სირიამ ამ კვირაში საჰაერო დარტყმები განახორციელა ერაყის ტერიტორიაზე. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის ცნობით, მალიკიმ 26 ივნისს თქვა, რომ სირიის თვითმფრინავებმა 24 ივნისს დაბომბეს ექსტრემისტების პოზიციები საზღვართან მდებარე ქალაქ ალ-ყაიმის გარშემო. თუმცა, სირიის სახელმწიფო მედია უარყოფს ცნობას ერაყში სამხედრო ოპერაციის თაობაზე. ხოლო ნური ალ-მალიკის თქმით, მართალია, ბაღდადს არ უთხოვია ასეთი ოპერაციის განხორციელება, მაგრამ ის მიესალმება დარტყმებს, რომლებიც მიმართულია „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ექსტრემისტების წინააღმდეგ. "ალ-ყაიდის" მოკავშირე ამ ექსტრემისტებს დაპყრობილი აქვთ ტერიტორიის დიდი ნაწილი ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში.

XS
SM
MD
LG