Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერი ეროვნული ხსნის მთავრობის იდეას უარყოფს


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ უარყო მოწოდებები ეროვნული ხსნის მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჯიჰადისტი მეამბოხეებისთვის უნდა გაეწია წინააღმდეგობა. ალ-მალიკის განცხადებით, მსგავსი მოწოდებები წარმოადგენს „პუტჩს კონსტიტუციის წინააღმდეგ და მცდელობას, ბოლო მოეღოს დემოკრატიას ერაყში“. აშშ მოუწოდებს ერაყის პოლიტიკურ ლიდერებს, დადგნენ ეთნიკურ და რელიგიურ განსხვავებებზე მაღლა. ერაყის მთავრობა ვერ ახერხებს დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც ამ თვეში მეამბოხეებმა დაიკავეს.

XS
SM
MD
LG