Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი ვარსკვლავები ნარკოტიკებზე კანონმდებლობის გადახედვას ითხოვენ


დიდი ბრიტანეთის 90-ზე მეტმა მუსიკოსმა, მსახიობმა, ადვოკატმა და ჯანდაცვის ექსპერტმა წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრს და მოუწოდა მას, გადახედოს სამთავრობო პოლიტიკას არალეგალურ ნარკოტიკებთან მიმართებაში. ხელმომწერთა შორის არიან მუსიკოსი სტინგი, კომიკოსი რასელ ბრენდი და ცნობილი იურისტი მაიკლ მენსფილდი. წერილს ხელს აწერენ სამართალდამცავი ჯგუფებიც, მათ შორის ციხის მმართველთა ასოციაცია და შავკანიან პოლიციელთა ეროვნული ასოციაცია. წერილის ავტორები ითხოვენ, რომ ნარკოტიკების ფლობა დანაშაულად აღარ ითვლებოდეს. ეს მოწოდება ნაწილია მსოფლიო დღისა, რომლის ფარგლებშიც ხუთშაბათს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში ჩატარდება საპროტესტო აქციები.

XS
SM
MD
LG