Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურუგვაელ ფეხბურთელ ლუის სუარესს ცხრა მატჩში მონაწილეობა აუკრძალეს


ფეხბურთში ურუგვაის ეროვნული ნაკრების წევრს, ლუის სუარესს ცხრა მატჩში მონაწილეობა აუკრძალეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის დროს იტალიელი მცველის, ჯორჯო კიელინის კბენის გამო. ამავე დროს, ფიფამ სუარესს ოთხი თვით აუკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული ყოველგვარი აქტივობა და მას დააკისრა ფულადი ჯარიმა 112 ათასი დოლარის ოდენობით. ფიფას გადაწყვეტილების შედეგად, სუარესი, რომელიც ურუგვაის ნაკრების ვარსკვლავია, ვერ ითამაშებს ვერც 29 ივნისს, კოლუმბიის ნაკრებთან შეხვედრაში და ვერც მსოფლიო ჩემპიონატის დანარჩენ მატჩებში, თუ ურუგვაის ნაკრები კოლუმბიის დამარცხებას შეძლებს. 27 წლის სუარესი ინგლისის საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ ვარსკვლავიც არის. აქამდე ის ორჯერ იქნა დასჯილი მოწინააღმდეგის კბენისთვის.

XS
SM
MD
LG