Accessibility links

logo-print

საქართველოს დელეგაცია ეწვია ბრიუსელს ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად


საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ბელგიას ეწვია 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ცნობების თანახმად, შეთანხმებას ხელს მოაწერენ ღარიბაშვილი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები. ცერემონია, თბილისის დროით, 11 საათზე იწყება.

XS
SM
MD
LG