Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პრემიერი: კიშინიოვს სურს 2015 წელს შეიტანოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი


მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი, იურიე ლეანკა აცხადებს, რომ იმედი აქვს მისი ქვეყანა 2015 წლის მეორე ნახევრისთვის შესძლებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას. ლეანკა, რომელიც ბრიუსელში ჩავიდა 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გასაფორმებლად, აცხადებს, რომ გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება იმაზე იქნება დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა გამარჯვებას მისი ლიბერალ-დემოკრატიული პარტია მიმდინარე წელს დანიშნულ არჩევნებში. ლეანკას თქმით, ასოცირების შეთანხმება „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“ მოლდავეთის განვითარებაში, თუმცა საბოლოო მიზანს არ წარმოადგენს. მოლდავეთის პრეზიდენტმა, ნიკოლაე ტიმოფტიმ 26 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ ასოცირების შეთანხმება დსთ-ში მოლდავეთის პარტნიორებმა ნეგატიურად არ უნდა აღიქვან. ტიმოფტის თქმით, ამ ქვეყნებისთვის ხელსაყრელი იქნება „ძლიერი, უფრო მეტი კეთილდღეობის მქონე მოლდავეთის“ ყოლა მეზობლად. რუსეთს ნათქვამი აქვს, რომ ევროკავშირთან შეთანხმებებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მოლდავეთთან მის ეკონომიკურ კავშირებს.

XS
SM
MD
LG