Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერი აღიარებს, რომ სუნიტი მეამბოხეების მოსაგერიებლად პოლიტიკური ზომებია საჭირო


ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ნური ალ-მალიკიმ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, უილიამ ჰეიგთან საუბარში აღიარა, რომ სამხედრო ნაბიჯებთან ერთად პოლიტიკური ზომების გატარებაა საჭირო სუნიტთა ამბოხების მოსაგერიებლად, რომელიც ქვეყანას დაშლით ემუქრება. მალიკის ოფისის განცხადებით, პრემიერმა ჰეიგს 26 ივნისს ბაღდადში უთხრა, ხელისუფლებამ უნდა „გააგრძელოს პოლიტიკური პროცესი, შეხვედრები პარლამენტთან, პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის არჩევა და მთავრობის ფორმირებაო“. ჰეიგმა ერაყელ შიიტებს, სუნიტებს და ქურთთა ლიდერებს მოუწოდა გაერთიანდნენ იმ შეტევის პირისპირ, რომელსაც „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი, ექსტრემისტული ჯგუფი ახორციელებს. ერთი დღით ადრე მალიკიმ, რომელიც თავად ერაყის შიიტური უმრავლესობის წარმომადგენელია, უარყო ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოწოდებები და მათ უწოდა „გადატრიალება კონსტიტუციის და პოლიტიკური პროცესის წინააღმდეგ“.

XS
SM
MD
LG