Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველო ხელს აწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას


საქართველო დღეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე. ქართული დელეგაციის შემადგენლობა "1+4" ფორმატით განისაზღვრა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გარდა დელეგაციაში ოთხი მინისტრი იქნება - საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ადგილობრივი დროით 09.00, ხოლო თბილისის დროით 11:00 საათზე შედგება. ბრიუსელი საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას საზეიმოდ გაფორმებული ხვდება. ლუქსემბურგის მოედანზე გამოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. დამთვალიერებელს შეუძლია საქართველოს შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო ბუკლეტებიდან შეიტყოს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება 2013 წლის 29 ნოემბერს, ქალაქ ვილნიუსში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე განხორციელდა.

XS
SM
MD
LG