Accessibility links

logo-print

ისრაელი ასახელებს სამი მოზარდის გატაცებაში ეჭვმიტანილების ვინაობას


ისრაელმა დაასახელა სამი მოზარდის გატაცებაში ეჭვმიტანილი ორი ადამიანის ვინაობა. მათ მოზარდები, სავარაუდოდ, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან გაიტაცეს. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოზარდების გამტაცებლები შესაძლოა იყვნენ მარუან კავასმე და ამარ აბუ აიშა, რომლებიც პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასთან“ თანამშრომლობენ. წარსულში ორივე მათგანი ნასამართლევია ტერორიზმის ბრალდებით და ისინი სასჯელს ისრაელის ტერიტორიაზე იხდიდნენ. „ჰამასი“ უარყოფს თავის მონაწილეობას მოზარდების გატაცებაში. ერთ-ერთი რელიგიური სკოლის სამი მოსწავლე, სავარაუდოდ, მას შემდეგ გაიტაცეს, რაც ივნისის შუა რიცხვებში, ისინი ერთ-ერთ გამვლელ მანქანაში ჩასხდნენ.

XS
SM
MD
LG