Accessibility links

logo-print

კოსოვოს საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა საპარლამენტო არჩევნების შედეგები


კოსოვოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ გადადგა პირველი ნაბიჯი კონსტიტუციური კრიზისის აღმოსაფხვრელად. საარჩევნო კომისიამ ხუთშაბათს დაამტკიცა 8 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. თუკი ამ შედეგს 28 ივნისამდე არავინ გააპროტესტეს, მაშინ ერთი თვის განმავლობაში შეიკრიბება ახალი პარლამენტი და აირჩევს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც 15 დღის მანძილზე უნდა დააკომპლექტოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი მინისტრთა კაბინეტი. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ჰაშიმ ტაჩის დემოკრატიულმა პარტიამ, რომელმაც ხმათა 30 პროცენტი მიიღო.

XS
SM
MD
LG