Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო: გათავისუფლებულია უკრაინაში დაკავებული ოთხი დამკვირვებელი


უეთომ დაადასტურა ინფორმაცია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ორგანიზაციის ოთხი დამკვირვებლის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც ერთი თვის წინ გაიტაცეს პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა. ცოტა ხნით ადრე დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ბოროდაიმ განაცხადა, რომ დამკვირვებლები გაათავისუფლეს ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე. ეუთომ ასევე გამოთქვა შეშფოთება მაისის ბოლოს გატაცებული კიდევ ოთხი დამკვირვებლის ბედის თაობაზე. მათ გატაცებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია საკუთარ თავზე „არცერთ ადამიანს და არცერთ ორგანიზაციას“, - აცხადებს უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის სპეციალური მისიის პრესმდივანი მაიკლ ბოჩურკივი.

XS
SM
MD
LG