Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა მიმართავს კონგრესს, 500 მილიონით დაეხმაროს სირიის ოპოზიციას


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს გაუგზავნა მოთხოვნა გამოყოს 500 მილიონი დოლარი სირიის ოპოზიციის შეიარაღებისა და მომზადებისათვის. როგორც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი კეითლინ ჰეიდენი აცხადებს, თუკი აღნიშნული თანხა გამოიყოფა, ეს ამერიკას საშუალებას მისცემს დაეხმაროს სირიის ოპოზიციას. ამასთანავე, ჰეიდენი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები კვლავაც ემხრობა მოსაზრებას, რომ სირიის კონფლიქტის გადაწყვეტა შეუძლებელია ომის გზით და რომ შეერთებული შტატები არ აპირებს სირიაში გამოიყენოს თავისი სახმელეთო ძალები. ბარაკ ობამას მოთხოვნაზე კანონმდებლობის რეაქცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა რამდენიმე ხნით ადრე ზოგიერთმა კონგრესმენმა გამოთქვა შიში, რომ იარაღი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მიაწოდებს სირიის ოპოზიციას, შესაძლოა აღმოჩნდეს ამერიკის მტრების ხელში.

XS
SM
MD
LG