Accessibility links

logo-print

ბრიუსელში მიმდინარეობს შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია


ხელმოწერის ცერემონია

ხელმოწერის ცერემონია

ბრიუსელში მიმდინარეობს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ქართული დელეგაციის შემადგენლობა "1+4" ფორმატით განისაზღვრა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გარდა დელეგაციაში ოთხი მინისტრია - საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ბრიუსელი საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას საზეიმოდ გაფორმებული ხვდება. ლუქსემბურგის მოედანზე გამოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. დამთვალიერებელს შეუძლია საქართველოს შესახებ ინფორმაცია სპეციალური ბუკლეტებიდან შეიტყოს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება 2013 წლის 29 ნოემბერს, ქალაქ ვილნიუსში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე განხორციელდა.

XS
SM
MD
LG