Accessibility links

logo-print

მარგველაშვილი: ასოცირების შეთანხმება კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს


ჩვენ გამოვიყენებთ სარგებელს და რეფორმებს, როგორც ინსტრუმენტს, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაქვს - განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც ბათუმში მიმართა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველოს და მის მოქალაქეებს კეთილდღეობას მოუტანს, დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს და უფრო პასუხისმგებლიან და საჭიროებებზე ორიენტირებულ მთავრობას შექმნის. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმული ახალი ნაბიჯია.

XS
SM
MD
LG