Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი: ეს ხელშეკრულება ხელს შეუწყობს რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებას


ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდავეთმა ერთად მოაწერეს ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. „ეს ხელშეკრულება სამ ქვეყანას არა მხოლოდ ევროკავშირთან დააახლოებს, არამედ ხელს შეუწყობს რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებასა და სტაბილურობას და საფუძველს ჩაუყრის საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და ჩვენი ქვეყნების საერთო ევროპული მომავლის მშენებლობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG