Accessibility links

logo-print

კრემლი გაემიჯნა პუტინის მრჩევლის მხრიდან პოროშენკოსთვის „ნაცისტის“ წოდებას


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის თანახმად, რუსეთის იმ მაღალჩინოსნის განცხადება, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ნაცისტი“ უწოდა, არ გამოხატავს კრემლის ოფიციალურ პოზიციას. სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს დმიტრი პესკოვის სიტყვებს - რომ პუტინის მაღალი რანგის მრჩევლის, სერგეი გლაზუევის სიტყვები არ ასახავს რუსეთის მთავრობის ოფიციალურ შეხედულებას. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის მიერ 27 ივნისს გავრცელებულ ინტერვიუში გლაზუევი ასევე ამბობს, რომ პოროშენკოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება ისეთივე არალეგიტიმურია, როგორც თავად უკრაინის პრეზიდენტი - რომელიც, გლაზუევის თვალსაზრისით, არ აურჩევიათ უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრებ მოქალაქეებს.

XS
SM
MD
LG