Accessibility links

logo-print

ერაყელ ქურთთა ლიდერი აცხადებს, რომ ქირქუქში ქურთთა მმართველობა შენარჩუნდება


ერაყელი ქურთების ლიდერი, მასუდ ბარზანი აცხადებს, რომ ქურთთა ავტონომიური მმართველობა არ შეიცვლება ნავთობით მდიდარ ქალაქ ქირქუქსა და სხვა ქალაქებში, რომლებსაც ქურთი მებრძოლები იცავენ გასამხედროებული სუნიტი ექსტრემისტების შეტევისგან. 27 ივნისს ქურთთა რეგიონულ დედაქალაქ ირბილში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბარზანიმ განაცხადა, ქირქუქის სტატუსი „ახლა მიღწეულიაო“. ერაყის ჩრდილოეთში მდებარე, ეთნიკურად მრავალფეროვანი ქალაქი ქირქუქი წარმოადგენს იმ ტერიტორიის ნაწილს, რომლის თავიანთ ავტონომიურ რეგიონთან მიერთებაც ერაყელ ქურთებს ათწლეულების განმავლობაში სურთ. ბაღდადში ერთმანეთის შემცვლელი მთავრობები ამაზე უარს აცხადებდნენ. ამ ნაბიჯს ასევე ეწინააღმდეგება ქალაქის არაბული და სხვა ჯგუფების წარმომადგენელი მოსახლეობა. ქალაქის გარშემო პოზიციები ქურთთა ფეშმერგას ძალებმა დაიკავეს მას შემდეგ, რაც სუნიტი მეამბოხეების სწრაფი შეტევის გამო პოსტები ერაყის არმიის სამხედროებმა დატოვეს.

XS
SM
MD
LG