Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს ჟან-კლოდ იუნკერი


ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტის პოსტზე წარადგენენ ლუქსემბურგის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჟან-კლოდ იუნკერს. კომისია ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს. იუნკერის წარდგენის შესახებ ცნობა „ტვიტერით“ გამოაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ. იუნკერის კანდიდატურას მძლავრად ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი - ის იუნკერს მიიჩნევს ფედერალისტად, რომელსაც სურს ევროკავშირის ძალაუფლების გაფართოება ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტის ხარჯზე. იუნკერის წინააღმდეგ ხმა მისცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც. ევროკავშირის ყველა სხვა წევრი ქვეყნის ლიდერებმა კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. 59 წლის იუნკერი, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტულ ორიენტაციას ატარებს, ახლა ევროპის პარლამენტის წინაშე უნდა წარდგეს. მისი კანდიდატურის შესახებ კენჭისყრა 16 ივლისს არის დანიშნული. პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში იუნკერი შეცვლის ჟოზე მანუელ ბაროზუს, რომელიც ევროკავშირის კომისიას 2004 წლიდან ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG