Accessibility links

logo-print

ბოსნიაში აღნიშნავენ პირველი მსოფლიო ომის გამომწვევი მოვლენის 100 წლისთავს


ბოსნიაში აღნიშნავენ იმ მოვლენის მეასე წლისთავს, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა. 1914 წლის 28 ივნისს სარაევოში ბოსნიელმა სერბმა, გავრილო პრინჩიპმა მოკლა ავსტრიის იმპერიის ტახტის მემკვიდრე, ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე სოფია. სარაევოს ცენტრში კონცერტს გამართავს ვენის ფილარმონიის ორკესტრი. მას ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი დაესწრება. სერბიისა და ბოსნიელ სერბთა ლიდერები, რომლებიც პრინჩიპს სლავების განთავისუფლებისთვის მებრძოლ გმირად მიიჩნევენ, ბოიკოტს უცხადებენ კონცერტს. 27 ივნისს აღმოსავლეთ სარაევოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სერბები შეადგენენ, პრინჩიპის ორმეტრიანი ქანდაკება გაიხსნა.

XS
SM
MD
LG