Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალმა აღიარა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სუვერენიტეტი


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ აღიარა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სუვერენიტეტი. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა პარასკევს მოაწერა ხელი შესაბამის ბრძანებულებას. გასულ კვირაში ცხინვალმა აღიარა თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. თავად სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა დღემდე აღიარებული აქვთ რუსეთს და კიდევ გაეროს წევრ ოთხ სხვა სახელმწიფოს - ნიკარაგუას, ნაურუს, ვენესუელასა და ტუვალუს.

XS
SM
MD
LG