Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სამთავრობო ჯარებმა სულ ცოტა 18 მეაბოხე მოკლეს


პაკისტანის ხელისუფლების თანახმად, მისმა ჯარებმა სულ ცოტა 18 შეიარაღებული მეამბოხე მოკლეს თალიბების წინააღმდეგ ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში მიმდინარე ბრძოლებში. არმიის ცნობით, სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა 27 ივნისს იერიშები მიიტანეს მეამბოხეთა დასაყრდენ პოზიციებზე ავღანეთის მოსაზღვრე ამ რეგიონის უმნიშვნელოვანესი ქალაქის, მირანშაჰის მახლობლად. შაბათს დილით კი ტანკებმა და არტილერიამ განახორციელეს შეტევა მეამბოხეთა პოზიციებზე. როგორც იტყობინებიან, მოკლულია დაჯგუფება „ტეჰრეკ-ე-თალიბანის“ მეთაური და გაქცევის მცდელობისას დაკავებულია ალ-ყაიდის „მაღალი რანგის“ მეთაური.

XS
SM
MD
LG