Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოკლეს მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ დაქორწინებისთვის


პაკისტანში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სიცოცხლეს გამოასალმეს მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ დაქორწინებისთვის. პოლიცია იტყობინება, რომ შაბათს მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს ქალის მამა, დედა, პაპა და კიდევ ორი ნათესავი. ქორწილი რამდენიმე კვირის წინ გაიმართა აღმოსავლეთ პაკისტანში მდებარე პენჯაბში. 17 წლის ქალი და 31 წლის მამაკაცი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად შეუღლდნენ. ჯვარდაწერილები პატარძლის მშობლების სახლში მიიყვანეს და ორივეს ყელები გამოსჭრეს. პაკისტანში ტრადიციული ქორწინებები უხუცესების თანხმობით ხდება. მშობლების ნების დამრღვევთ მკაცრი სასჯელი ელის.

XS
SM
MD
LG